12:59 PM
“ემიუმ” შესაძლოა ანდერსონი როდრიგესის გამო გაუშვას



არაა გამორიცხული, რომ ინგლისურმა და პორტუგალიურმა კლუბებმა "ბარტერი” განახორციელონ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდერსონი "მანჩესტერ იუნაიტედში” 25,7 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ, 2007-წელს, სწორედ "პორტუდან” გადავიდა. თუმცა, მან ახალი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში სტაბილური ადგილი ვერა და ვერ შეინარჩუნა. სწორედ ამიტომ, "წითელი ეშმაკუნები” მზად არიან იგი კვლავ პორტუგალიაში დააბრუნონ.

ასეთი გარიგება შესაძლოა მანიკუნიანელებს "დრაკონების” სხვა ფეხბურთელის გადაბირებაში დაეხმაროს – კერძოდ კი, კოლუმბიელი ჯეიმს როდრიგესის. ადრე "ემიუმ” "პორტუს” მის სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტი შესთავაზა, თუმცა პორტუგალიელებმა ამ წინადადების მიღებაზე უარი განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ ადრე "მანჩესტერ იუნაიტედმა” ბრაზილიელი ვინგერის ლუკას მოურას ხელში ჩაგდება სცადა, რომელმაც საბოლოო ჯამში "პსჟ” აირჩია. ამავდროულად, კოლუმბიელის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, გუნდი შესაძლოა სხვა პორტუგალიელმა ლუიშ ნანიმ დატოვოს, შემადგენლობაში მომრავლებული გარემარბების გამო.

ნანახია: 280 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: