10:26 PM “ემიუმ” რუნის არანაირ ფასად არ გავყიდითო | |
![]() "იუნაიტედმა” ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდის თაობაზე საკუთარი პოზიცია ნათლად გამოხატა. ჟოზე მოურინიოს ყველა მცდელობა, უეინ რუნის "ჩელსიში” გადაბირებასთან დაკავშირებით, უშედეგოდ დასრულდა. "მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ ლონდონელ კოლეგებს შეატყობინა, რომ უეინ რუნი არანაირ ფასად არ გაიყიდება. შეგახსენებთ, აქამდე "არისტოკრატებმა” ფორვარდის თაობაზე ორი შეთავაზება გააკეთეს, 23 და 25 მილიონი გირვანქა სტერლინგის ფარგლებში, თუმცა, ორივე წინადადება მანჩესტერელების მიერ უარყოფილ იქნა. ახლა დევიდ მოიესის მთავარი დავალება ფორვარდთან შერიგება იქნება, რომელიც მას ნდობას გამოუცხადებს, "ჩელსის” კი მოუწევს ყურადღება ალტერნატიულ ვარიანტებზე გაამახვილოს. წყარო: The Guardian | |
|
სულ კომენტარები: 0 | |