12:06 PM
“ემიუმ” რონალდუს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო



"წითელ ეშმაკუნებს” პორტუგალიელის დაბრუნება ამ ზაფხულს სურთ.

"რეალში” კრიშტიანუ რონალდუს მომავალთან დაკავშირებული გაუგებრობა "მანჩესტერ იუნაიტედს” აქტიური მოქმედებისკენ უბიძგებს. ესპანეთში გავრცელდა სიახლე, რომ რონალდუს მადრიდში თავისი სახლის გაყიდვა სურს და "ბლანკოსის” თეთრი მაისურით თამაშით უკვე დაიღალა.

არსებული ინფორმაციით, "ემიუმ” პორტუგალიელის ტრანსფერისათვის 65 მილიონი ფუნტი სტერლინგი უკვე გაამზადა და უახლოეს დროში მადრიდის "რეალთან” მოლაპარაკებებს დაიწყებს.

"თეთრები” თავიანთი ლიდერის შენარჩუნებას ეცდებიან, თუმცა თავად რონალდუს სურვილმა, კონტრაქტის არგახანგრძლივებასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, გარეტ ბეილის შესაძლო შეძენამ, შესაძლოა ფლორენტინო პერესი აიძულოს ინგლისიდან მისული შეთავაზება განიხილოს.

გარდა ამისა, "მანჩესტერ იუნაიტედმა” Nike-ს დახმარებით, რომელიც პორტუგალიელის ტრანსფერითაა დაინტერესებული, შესაძლოა რონალდუს ძალიან მიმზიდველი კონტრაქტი შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს მიმართ ინტერესს "პარი სენ ჟერმენი” და "ჩელსიც” იჩენენ.

წყარო: The Sun

ნანახია: 337 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: