5:57 PM “ემიუმ” მატიჩს დაუმიზნა | |
![]() მანიკუნიანელები "ბენფიკას” ნახევარმცველით დაინტერესდნენ. როგორც The Guardian იტყობინება, ცენტრალური ნახევარმცველის ძებნისას "ემიუმ” ყურადღება ნემანია მატიჩზე გაამახვილა, რომელიც "ბენფიკას” ღირსებას იცავს. იტყობინებიან, რომ "ემიუს” სკაუტებს სერბის თამაში მოეწონათ, რომელიც საკუთარ გუნდს ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა. თუმცა, სერბეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა რამოდენიმე თვის წინ ლისაბონურ კლუბთან ახალ ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რამაც მისი სატრანსფერო ფასის გაზრდა გამოიწვია. მატიჩის მიმართ ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ პოლ სქოულზმა შესაძლოა უახლოეს პერიოდში კარიერა დაასრულოს. გარდა ამისა, "მანჩესტერი” შესაძლოა დატოვოს სხვა ცენტრალურმა ჰავბეკმა – ბრაზილიელმა ანდერსონმა. შეგახსენებთ, რომ 24-წლის მატიჩი ადრე "ჩელსიში” ასპარეზობდა, თუმცა "არისტოკრატების” პირველ გუნდში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |