8:07 AM “ემიუმ” “არსენალის” 20 მილიონიანი შეთავაზება უარყო | |
![]() "მეთოფეებმა” ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყეს. უკვე დიდი ხანია, რაც ცნობილია, რომ "არსენალი” უეინ რუნის შეძენას ეცდება, რომელსაც "ემიუს” დატოვება სურს. ახლა კი ნავსი გატყდა და ვაჭრობის პროცესმა სტარტი აიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილო ლონდონური კლუბის პირველი შეთავაზება 20 მილიონი ფუნტი სტერლინგია. თუმცა, მანჩესტერელებმა ეს შეთავაზება უარყვეს და რუნის ის ფეხბურთელი უწოდეს, რომელიც გასაყიდი არაა. მაშინვე დადასტურდა, რომ ასეთი განცხადება "წითელმა ეშმაკუნებმა” მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ რუნის, კლუბში საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, დევიდ მოიესთან ჯერ კიდევ არ უსაუბრია. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში რუნის მოიესი სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს დაჰპირდება, რომელიც მან გუნდში ვან პერსის მისვლის შემდეგ დაკარგა, "არსენალის” შეთავაზება კი ამ მოლაპარაკებების ცეცხლს მხოლოდ ნავთს დაასხამს. შეგახსენებთ, გარდა "არსენალისა”, რუნის ხელში ჩაგდებისათვის "ჩელსი” და "რეალიც” იბრძვიან. წყარო: Mirror | |
|
სულ კომენტარები: 0 | |