10:30 AM
“ემიუ” ზაფხულში გაძლიერებას გეგმავს



"მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს.

გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედმა” რამოდენიმე გახმაურებული ტრანსფერი განახორციელა, მაგალითად, გუნდს შეუერთდნენ სინჯი კაგავა და რობინ ვან პერსი, რომლებიც "წითელ ეშმაკუნებს” ინგლისის ჩემპიონატის ტიტულის დაბრუნებაში დაეხმარნენ. თუმცა, გუნდის მთავარი მწვრთნელის ალექს ფერგიუსონის სიტყვებით, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი შემადგენლობას კვლავ გააძლიერებს. თუმცა, 71-წლის შოტლანდიელს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.

"ვიმედოვნებ, რომ ფეხბურთელები, რომლებსაც ჩვენ ამ მომდევნო სეზონში მოვიწვევთ, აქ თამაშს დათანხმდებიან. სატრანსფერო ფანჯარაზე კონკურენტუნარიანნი ვართ – რა თქმა უნდა, ისე არა, როგორც "ჩელსი” და "მანჩესტერ სიტი” თავიანთი ფულებით, თუმცა საჭირო ფეხბურთელების შეძენა შეგვიძლია. ბოლო 3-4 თვეში უდიდესი სამუშაო შევასრულეთ, ასეთი შემსრულებლები შევიძინეთ”, – აცხადებს ფერგიუსონი.

"შემადგენლობასთან დაკავშირებული საქმე საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ახალგაზრდა ფეხბურთელები ირიცხებიან ჩვენს გუნდში. დავიდ დე ხეა, რაფაელი, ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, ალექს ბიუტნერი, ნიკ პაუელი, ტომ კლევერლი, დენი უელბეკი – 23 ან ნაკლები ასაკისანი არიან. კაგავა და ჩიჩარიტო 24-წლისანი არიან, ევანსი – 25, რუნი კი თავის 27-წლიან ასაკში კარიერის პიკის ეტაპზე შედის. დიახ, რამოდენიმე კარგი ვეტერანიც გვყვავს, რომლებიც ძალიან მალე ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებენ, თუმცა ჩვენი ახალგაზრდები უახლოეს წლებში ამ გუნდის ხერხემალნი გახდებიან”, – დაასრულა სპეციალისტმა.

ნანახია: 267 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: