10:03 PM “ემიუ” თუ რონალდუს ვერ შეიძენს, მაშინ ბეილს გაიფორმებს | |
![]() "მანჩესტერ იუნაიტედი” "დეზების” ნახევარმცველისათვის ბრძოლაში ერთვება. ინგლისის ჩემპიონებს ამ ზაფხულს ვარსკვლავური ფეხბურთელის შეძენა სურთ. "წითელი ეშმაკუნების” პრიორიტეტი კრიშტიანუ რონალდუა, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ეს ტრანსფერი არ შედგეს და პორტუგალიელი ვარსკვლავი მადრიდის "რეალში” დარჩეს. მოვლენების განვითარების ასეთი საშიშროების გამო, "ემიუ” სათადარიგო ვარიანტს უკვე ამზადებს, გარეტ ბეილის სახით. დევიდ მოიესს სურს, რომ მისი გუნდი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ამ ორი ვინგერიდან ერთ-ერთმა გააძლიეროს, ეს კი რეალურია, იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელები სათამაშო ხასიათით ერთმანეთს ჰგვანან, სწორედ ამიტომ, მათი ერთ კლუბში თამაში საეჭვოა. "ემიუ” მზადაა რონალდუს სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, მომდევნო კვირაში კი მხარეებს შორის გასამართი მოლაპარაკებებია დაგეგმილი, თუმცა, თუ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც მანჩესტერელებს სურთ, მაშინ ეს 60 მილიონი ავტომატურად "ტოტენჰემს” მიუვა ოფიციალურ წინადადებად, რომელსაც ასეთი მიმზიდველი შეთავაზების უარყოფა ძალიან გაუჭირდება. წყარო: Daily Star | |
|
სულ კომენტარები: 0 | |