უახლოეს მომავალში "წითელი ეშმაკუნები" რამდენიმე სათამაშო რგოლის გაძლიერებას გეგმავენ.
დაცვის ცენტრში და საყრდენ ზონაში არსებული ქრონიკული პრობლემები ალექს ფერგიუსონს რეგულარულად უჩენს თავის ტკივილს. "ნორვიჩთან" თამაშის შემდეგ, სადაც "იუნაიტედი" 1:0 დამარცხდა, კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ საჭიროა დაცვითი პოზიციების გაძლიერება.
ზაფხულში "ემიუმ" საგრძნობლად გააძლიერა თავდასხმა რობინ ვან პერსის შეძენით, ახლა კი ცენტრალური მცველების უკმარისობა შეიმჩნევა. ნემანია ვიდიჩი ძალიან ტრავმატულია, რიო ფერდინანდი კი უკვე ასაკში შევიდა.
სიტუაციის გამოსასწორებლად, ფერგიუსონი მზადაა გუნდში მიიწვიოს დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა სურვილი გამოთქვა ძალების ბუნდესლიგის გარეთ მოსინჯვისა, პრიორიტეტი კი ინგლისის ჩემპიონატია.
ჰულემსთან ერთად, "ოლდ ტრაფორდზე" ლარს ბენდერის ხილვაც სურთ. "ბაიერის" 23 წლის ნახევარმცველი "წითელი ეშმაკუნების" პრობლემებს გადაჭრიდა მოედნის ცენტრში.
იტყობინებიან, რომ ორივე გერმანელი "იუნაიტედის" გაძლიერების პრიორიტეტული ვარიანტია, რაც დაადასტურა ალექს ფერგიუსონის ძმის, სერ ალექს მარტინის ვიზიტმა ჰოლანდიისა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრაზე.
დაცვის ხაზის გარდა, შოტლანდიელი სპეციალისტი არ ივიწყებს შეტევას. სერ ალექსი კვლავინდებურად აპირებს პორტუგალიელი ნანის თავიდან მოცილებას, რაც შეიძლება იანვარში მოხდეს. ლუისის შემცვლელად ვილფრედ ზაჰა განიხილება. "კრისტალ პალასი" 20 წლის ტალანტს 20 მილიონ ფუნტად აფასებს, თუმცა მანჩესტერში დარწმუნებული არიან, რომ ფეხბურთელი დაახლოებით 10 მილიონი ღირს.