5:32 PM
“ემიუ” რუნის შენარჩუნებას ახალი კონტრაქტით ეცდება




ჯერ კიდევ გაურკვეველია, დატოვებს თუ არა ინგლისელი ფორვარდი ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედს”.

მიუხედავად ყველა განცხადებისა, იმის შესახებ, რომ უეინ რუნი "ემიუს” დატოვებს, ასევე თავად ფეხბურთელის სურვილისა, "წითელი ეშმაკუნები” თავდამსხმელის შენარჩუნებას მაინც ეცდებიან.

"ემიუს” ბოსებს არ სურთ თავიანთი რომელიმე კონკურენტი გუნდის ლიდერით გააძლიერონ, სწორედ ამიტომ, უეინს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ, რათა მისი ტრანსფერისგან თავი აიცილონ.

ამასთან დაკავშირებით, ინგლისის ჩემპიონებს სერიოზული ნაკლოვანება აქვთ. რუნის ამჟამინდელი ყოველკვირეული ჯამაგირი 250 ათას ფუნტს შეადგენს, ბონუსების გათვალისწინებით კი ეს თანხა 300 ათასს უახლოვდება. ახლა "წითელი ეშმაკუნები” არ აპირებენ მას ხელფასი გაუზარდონ, თუმცა მზად არიან თავდამსხმელს ალტერნატიული ვარიანტები შესთავაზონ.

საუბრობენ, რომ, მიუხედავად წასვლის სურვილისა, ასევე სასტარტო შემადგენლობაში რეგულარული ადგილის დაკარგვით გამოწვეული უკმაყოფილებისა, რუნის ოჯახთან ერთად საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არ უნდა. სწორედ ამ ფაქტორის გამოყენება სურს მის ამჟამინდელ კლუბს.

თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ცნობილი პირველ ივლისს გახდება, როდესაც ფეხბურთელები შვებულებიდან დაბრუნდებიან, ხოლო რუნის შეეძლება დევიდ მოიესს პირადად ესაუბროს.

წყარო: The Guardian

ნანახია: 317 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: