11:13 AM
“ემიუ” ფერგიუსონს საზაფხულო ტრანსფერებისთვის 60 მლნ ფუნტს გამოუყოფს



"მანჩესტერ იუნაიტედი” ამ ზაფხულს შემადგენლობის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს.

Daily Star იტყობინება, რომ უახლოეს ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის” სატრანსფერო ბიუჯეტი 60 მილიონ ფუნტს შეადგენს, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონი ნებისმიერ იმ ფეხბურთელში გადაიხდის, რომელიც მას მოუნდება.

შოტლანდიელისთვის ამხელა თანხის გამოყოფის მიზეზი 2012-წელს კლუბის შესანიშნავი ფინანსური მაჩვენებლები გახდა – ასე რომ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა ავრცელებს, მხოლოდ გასული წლის მესამე კვარტალში კლუბის მოგებამ 92 მილიონი ფუნტი შეადგინა.

ვარაუდობენ, რომ ზაფხულში ფერგიუსონი "ოლდ ტრაფორდზე” დორტმუნდის "ბორუსიას” თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის, "ევერტონის” მცველის ლეიტონ ბეინსისა და "რეალის” ვინგერის კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებას ეცდება.

ნანახია: 277 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: