4:32 PM
“ემიუ”: ფერგიუსონის შემცვლელი მომდევნო 48 საათის განმავლობაში დასახელდება



მომდევნო ორი დღის განმავლობაში საფეხბურთო საზოგადოებას მოუწევს თავის რტყმა იმაზე, თუ ვინ გახდება "ემიუს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელი.

Sky Sports იტყობინება, რომ კლუბში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება ფერგის შემცვლელთან დაკავშირებით, თუმცა გუნდის ახალი თავკაცის სახელი და გვარი მომდევნო 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.

უდავო ფავორიტად, როგორც ბრიტანული პრესა იტყობინება, "ევერტონის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესია. საბუკმეკერო კანტორები კი, თავის მხრივ, "ოლდ ტრაფორდზე” გამგზავრების მთავარ კანდიდატად ჟოზე მოურინიოს თვლიან.

ნანახია: 259 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: