9:44 PM
“ემიუ” მზადაა რონალდუს გამო ყველა რეკორდი დაამხოს



პორტუგალიელ ფორვარდს "წითელი ეშმაკუნებისგან” მაცდური შეთავაზება მიუვა.

ბრიტანული გამოცემა The Sun იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის "რეალს” 28-წლის პორტუგალიელი ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ 65 მილიონს შესთავაზებს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს და როგორც იქნა, კლუბები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.

არამხოლოდ თანხა, არამედ პორტუგალიელის ხელფასიც შესაძლოა ინგლისური ფეხბურთის რეკორდად იქცეს – "ემიუ” კრიშტიანუს კვირაში ხელფასის სახით 300 ათასი ფუნტიან ხელშეკრულებას შესთავაზებს, რაც რონალდუს "ნისლიანი ალბიონის” ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

შეგახსენებთ, რომ "რეალი” თავის მთავარ ვარსკვლავთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა მხარეებს შორის, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, სერიოზული უთანხმოებაა, კერძოდ კი, "სამეფო კლუბი” და რონალდუ ფეხბურთელის ხელფასსა და სხვადასხვა ინდივიდუალურ ბონუსებზე ვერ თანხმდება.

წყარო: The Sun


ნანახია: 302 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: