7:18 PM
“ემიუ” მზადაა, “რეალის” სატრანსფერო რეკორდი დაამხოს



როგორც ინგლისური პრესა წერს, "მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელები, გლეიზერთა ოჯახი, მზად არიან, მადრიდის "რეალის” მიერ დამყარებული "სატრანსფერო რეკორდი” დაამხონ( მოგეხსენებათ, "გალაქტიკოსმა” რონალდუში 80 მილიონი ფუნტი გადაიხადა).

"ემიუს” არჩევანის გაკეთება გარეტ ბეილსა და სწორედ კრიშტიანუ რონალდუს შორის მოუწევთ და მათგან ერთ-ერთის სანაცვოდ 85 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავენ. რა თქმა უნდა, პრიორიტეტად პორტუგალიელი შემტევი მიიჩნევა.

თავად კრიშტიანუმ გუშინ საკუთარ თვითერზე დაწერეა, პრესაში რასაც წერენ ტყუილია, "რეალთან” არ გამიხანგრძლივებიაო. ამან კიდევ ურფო რეალური სახე მისცა "ოლდ ტრაფორდზე” მის დაბრუნების შესაძლებლობას. თუმცა "რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გადაჭრით აცხადებს, რომ რონი არსად მიდის!

აქვე გეტყვით, რომ "იუნაიტედისთვის” სარეკორდო ტრანსფერად დიმიტარ ბერბატოვის გადმობირება ითვლება. 2007 წელს "ტოტენჰემმა” ბულგარელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 30.75 მილიონი ფუნტი მიიღო.

წყარო: The Sun

კატეგორია: ინგლისი | ნანახია: 313 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: