10:27 AM “ემიუ” მარკიზიოს ხელში ჩაგდებას ეცდება? | |
![]() ნახევარმცველმა შესაძლოა "იუვენტუსი” დატოვოს. შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა "იუვეში” "ემიუდან” გადავიდა, რის შემდეგაც ტურინელების ლიდერად იქცა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა ტალანტის ჩრდილში მოექცა 27-წლის კლაუდიო მარკიზიო, ანტონიო კონტეს კი ტაქტიკური სქემის შეცვლაც კი მოუწია, რათა ორივე ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრილიყვნენ. არსებობს ვარაუდი, რომ მარკიზიო მის ამჟამინდელ გუნდში თავისი პოზიციით არც თუ ისე კმაყოფილია, სწორედ ამიტომ, ზაფხულში შესაძლოა სამუშაო ადგილის შეცვლა მოინდომოს. გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა” იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა და სერიოზული თანხის სანაცვლოდ მის ხელში ჩაგდებას კვლავ ეცდება. ნახევარმცველის სავარაუდო ფასი – 30 მილიონი ევროა. "იუვეს” ხელმძღვანელობამ "წითელ ეშმაკუნებს” გასულ შეთავაზებაზე უარი შეუთვალა, თუმცა ამჯერად შესაძლოა მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |