11:06 PM
“ემიუ”: ლევანდოვსკი რონალდოს ნაცვლად



"მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ, დორტმუნდის "ბორუსიას” თავდამსხმელზე, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მოგეხსენებათ, მომდევნო სეზონიდან, "იუნაიტედში” სერ ალექს ფერგიუსონს, დევიდ მოიესი ჩაანაცვლებს. ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ, გუნდში კრისტიანო რონალდოს დაბრუნების სურვილი გაჩნდა. მიუხედავად ამისა, მისი შეძენის ყველა მცდელობა ჩაიშალა, რადგან პორტუგალიელს მადრიდში დარჩენა, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

არსებული ინფორმაციით, მანჩესტერელებმა რონალდოს ალტერნატივის სახით, "ბორუსიას” პოლონელი ფეხბურთელი მოძებნეს. თუ კრისტიანო ესპანეთს არ დატოვებს, მაშინ "წითელი ეშმაკები” ლევანდოვსკის ტრანსფერის თაობაზე, გერმანელებს ოფიციალურად მიმართავენ. როგორც იცით, ისინი ამჟამად მის შენარჩუნებასა და მიუნხენის "ბაიერნში” არ გაშვებას ცდილობენ.

ასევე, არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რობერტის თამაშით "მანჩესტერ სიტისა” და ლონდონის "ჩელსის” ხელმძღვანელებიც არიან დაინტერესებულნი. თუმცა, როგორც თავად მოთამაშემ განაცხადა, ინგლისში ის მხოლოდ "ემიუს” მაისურს მოირგებს.

წყარო: The Telegraph

ნანახია: 309 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: