4:45 PM
"ემიუ" კონტეთი დაინტერესდა



"წითელი ეშმაკუნები" "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელს სერიოზულად აკვირდებიან.

უკვე დიდი ხანია, რაც "მანჩესტერ იუნაიტედი" სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელს ეძებს, რომელიც, ძალიან მალე, პენსიაზე გასვლას აპირებს. კლუბის ხელმძღვანელობის ინტერესების სფეროში ახლა ტურინის "იუვენტუსის" თავკაცი მოექცა.

როგორც ინგლისში იტყობინებიან, კონტეს "ბებერ ქალბატონში" სამწვრთნელო კარიერა შესანიშნავად აეწყო. იგი კლუბს გასული სეზონის დაწყების წინ ჩაუდგა სათავეში და გუნდს სკუდეტო და იტალიის თასი მოაგებინა, ასევე მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელების კანდიდატებად კონტეს გარდა ასევე პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს მოიხსენიებენ.
 
ნანახია: 264 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: