6:52 PM
“ემიუ”: გადამწყვეტი ნაბიჯები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე



ინგლისის ჩემპიონმა ანდერ ერერას ტრანსფერთან დაკავშირებული შეთავაზება გაზარდა, გარდა ამისა, "ევერტონის” დუეტის ხელში ჩაგდების იმედს ჯერ კიდევ არ კარგავს.

"მანჩესტერ იუნაიტედი” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ერთდროულად ორი გახმაურებული ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

"წითელმა ეშმაკუნებმა” "ატლეტიკის” ნახევარმცველ ანდერ ერერას ტრანსფერთან დაკავშირებული შეთავაზება გაზარდეს. შეგახსენებთ, "ბილბაომ” მერსისაიდელების 21 მილიონ ფუნტიანი წინადადება უარყო.

გარდა ამისა, ინგლისის ჩემპიონი "ევერტონელი” მარუან ფელაინის ხელში ჩაგდებას კვლავ ცდილობს. დევიდ მოიესის ყოფილმა კლუბმა ფელაინისა და ბეინსის დუეტის ტრანსფერთან დაკავშირებული წინადადება უარყო, მაგრამ ბოლო დღეებში ნახევარმცველის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებმა ვითომდა ფინანსურ სტადიას მიაღწია.

დიდი ალბათობით, როგორც ბრიტანეთში სჯერათ, ფელაინი ბოლოს მაინც "ოლდ ტრაფორდზე” აღმოჩნდება, ლეიტონი კი, როგორც ჩანს, კარიერას კვლავ "გუდისონ პარკზე” გააგრძელებს.

წყარო: Daily Mail

ნანახია: 274 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: