4:54 PM “ემიუ” ევრას “მონაკოში” დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს | |
![]() "მანჩესტერ იუნაიტედის” მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ შესაძლოა კარიერა ფრანგულ "მონაკოში” გააგრძელოს. კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე ბოლო რამოდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს, იტყობინება ESPN. ევრას "მონაკოში” თამაშის გამოცდილება უკვე გააჩნია: იგი მონაკოელების ღირსებას 2002-წლიდან 2006-წლამდე იცავდა, შემდეგ კი "ემიუში” გადაბარგდა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ "წითელი ეშმაკუნები” ევრას შემცვლელად "ევერტონის” ინგლისელ მცველს, ლეიტონ ბეინსს მიიჩნევენ. წყარო: ESPN | |
|
სულ კომენტარები: 0 | |