5:09 PM “ემიუ” ბენტეკეს აკვირდება | |
![]() "ასტონ ვილას” ფორვარდი შეიძლება მანჩესტერში აღმოჩნდეს. უეინ რუნისთან და მის კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები დევიდ მოიესისთვის ზედმეტი თავის ტკივილია, რომელმაც ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის შესაძლო ალტერნატივის ძებნა უკვე დაიწყო. მოიესის მთავარი ფავორიტი "ასტონ ვილელი” კრისტიან ბენტეკეა, რომელმაც სულ ახლახანს მოაწერა "ვილელებთან” ახალ კონტრაქტს ხელი. მოიესი ეცდება კრისტიანზე, როგორც ძლიერ ცენტრალურ თავდამსხმელზე, ფსონი გააკეთოს. "ემიუში” ესმით, რომ ამჟამად, თავდასხმის ხაზი 30-წლის რობინ ვან პერსის თამაშზეა დამოკიდებული, მაგრამ, ჰოლანდიელი ყოველთვის საოცარ ფორმაში ვერ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე დაყრდნობა კი არ შეიძლება. ინგლისელ ექსპერტთა ვარაუდით, კრისტიან ბენტეკეს ტრანსფერთან დაკავშირებით, "წითელი ეშმაკუნები” "ვილა პარკის” ბინადრებს ოფიციალური წინადადებით იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მიმართავენ. ცნობისთვის, ახალი კონტრაქტის თანახმად, პოლ ლამბერტის გუნდის ღირსებას 2017-წლის ზაფხულამდე დაიცავს, გასულ სეზონში კი ფორვარდმა ბირმინგემელების ღირსება 34 შეხვედრაში დაიცვა და თავი გატანილი 19 გოლით გამოიჩინა. წყარო: Mirror | |
|
სულ კომენტარები: 0 | |