9:41 PM “ემიუ” ბეინსის ტრანსფერთან დაკავშირებით მეორე შეთავაზებას ამზადებს | |
![]() "წითელ ეშმაკუნებს” ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელით გაძლიერება ძალიან უნდათ. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ევერტონმა”, ბეინსის ტრანსფერთან დაკავშირებით, "ემიუს” ოფიციალური წინადადება, 12 მილიონი ფუნტი სტერლინგის ფარგლებში, უარით გაისტუმრა. უკვე დღეს კი, ინგლისის ჩემპიონების "ოლდ ტრაფორდზე” ლეიტონ ბეინსის გადაბირების ახალ მცდელობაზე საუბრობენ. "მანჩესტერ იუნაიტედი” შეთავაზების კიდევ სამი მილიონი ფუნტით გაზრდას აპირებს, თუ ეს წინადადებაც არ დააკმაყოფილებს "ევერტონს”, მაშინ, დიდი ალბათობით, დევიდ მოიესი, რომელსაც თავისი აწ უკვე ყოფილი შეგირდის გადაბირება სურს, ფსონს კიდევ უფრო გაზრდის. წყარო: The Guardian | |
|
სულ კომენტარები: 0 | |