0:22 AM “ემიუ” – “ბარსელონას”: 40 მლნ ფუნტი სესკის სანაცვლოდ | |
![]() მანჩესტერული კლუბი "ბარსელონას” ნახევარმცველის შეძენის მცდელობების შეწყვეტაზე არც კი ფიქრობს. გავრცელებული ინფორმაციით, "ემიუ” ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ახალ წინადადებას ამზადებს. მოგეხსენებათ, "იუნაიტედის” წინა 26 და 30 მილიონ გირვანქა სტერლინგიანი შეთავაზებები "ბლაუგრანამ” უარყო. თავად სესკმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ სხვა კლუბში გადასვლა არ უნდა. "ბარსელონას” ხელმძღვანელობაც არ აპირებს 26-წლის ნახევარმცველის გაშვებას. თუმცა, "ემიუ” ესპანელის ხელში ჩაგდების მცდელობებს კვლავ განაგრძობს. შეგახსენებთ, სესკი "ბარსელონაში” ორი წლის წინ ლონდონის "არსენალიდან” გადაბარგდა. ფაბრეგასის სანაცვლოდ "მეთოფეებმა” 29 მილიონი ევრო მიიღეს. წყარო: The Telegraph | |
|
სულ კომენტარები: 0 | |