8:11 AM “ემიუ” ალკანტარას წელიწადში 7,2 მილიონ ევროს გადაუხდის | |
![]() "წითელმა ეშმაკუნებმა” "ბარსელონას” ნახევარმცველთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს, იტყობინება Goal.com. მოცემული გამოცემის ცნობით, "ოლდ ტრაფორდზე”, ტიაგო ალკანტარას ანაზღაურება კვირაში 140 ათასი ევრო იქნება, რაც წელიწადში 7,2 მილიონ ევროს უდრის. გასული სეზონის დასაწყისში ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 90 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა კონტრაქტის პირობების თანახმად, ნახევარმცველს "ბარსას” სასტარტო შემადგენლობაში საკმარისი რაოდენობის შეხვედრა არ ჩაუტარებია, რის გამოც ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნის კლაუსულა 18 მილიონ ევრომდე შემცირდა, სწორედ ამ თანხას იხდის "ემიუ” მის სანაცვლოდ. ცნობისათვის, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბრაზილიური ფესვების მქონე ესპანელს "ბლაუგრანასთან” მოქმედი კონტრაქტი 2015-წლის ზაფხულამდე აკავშირებს. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |