8:13 PM
“ემიუ” ალკანტარას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზებას ამზადებს



ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ამ ზაფხულს "ოლდ ტრაფორდზე” აღმოჩნდეს.

ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ტიაგო ალკანტარას თავის გუნდში გადაბირებას უიმედოდ ცდილობს.

"წითელი ეშმაკუნები” სამი წელია, რაც ნახევარმცველს აკვირდებიან და უახლოეს დროში მანიკუნიანელები ახალგაზრდული ევრო 2013-ის გმირთან კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ემიუს” ხელმძღვანელობა "ბარსელონას” ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონ ფუნტ სტერლინგს შესთავაზებს.

თავად ალკანტარა მზადაა ინგლისის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადაბარგების ვარიანტი განიხილოს, რადგან მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს. ცნობისათვის, ლა ლიგის გასულ გათამაშებაში, ტიაგო მხოლოდ 15 შეხვედრაში მოგვევლინა "ბარსას” სასტარტო შემადგენლობაში.

წყარო: The Sun

ნანახია: 303 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: