1:13 PM
“ემიუ”: 80 მილიონი ტრანსფერებისთვის და დახმარება “მონაკოსგან”



"ოლდ ტრაფორდზე” აქტიური სატრანსფერო ზაფხულისთვის ემზადებიან.

გზაზე შემხვედრი ყველა ფეხბურთელის ყიდვის შემდეგ, "მონაკომ”, რომელიც ესპანური და პორტუგალიური კლუბების მოთამაშეებმა გააძლიერეს, ყურადღების "ნისლიან ალბიონზე” გამახვილება გადაწყვიტა, სადაც პორტუგალიელი ვინგერი ნანი "მანჩესტერ იუნაიტედში” იმ ხელფასს არ იღებს, რომელსაც ითხოვს, სწორედ ამიტომ, წინააღმდეგი არაა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

"წითელი ეშმაკუნები” პორტუგალიელის წასვლას არ შეეწინააღმდეგებიან, მით უმეტეს, მონაკოელები მზად არიან ნანიში 20 მილიონი ფუნტი გადაიხადონ – ეს თანხა კი, იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე გასულ ზამთარს "ემიუს” ლუიშის სანაცვლოდ ლონდონის "არსენალმა” შესთავაზა.

ნანის გაყიდვით "ემიუს” სატრანსფერო ბიუჯეტს შეავსებს და, როგორც ვარაუდობენ, ზაფხულში გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ახალი ფეხბურთელების შეძენაში 80 მილიონი ფუნტი სტერლინგის დახარჯვას შეძლებს.

ვის იყიდის "ემიუ”? ბოლო პერიოდში "წითელი ეშმაკები” ინტერესს "ინტერის” მცველის ანდრეა რანოკიასა და ერთდროულად რამოდენიმე ცენტრალური ნახევარმცველის მიმართ იჩენდნენ – მოიესის აწ უკვე ყოფილი შეგირდიდან მარუან ფელაინიდან დაწყებული "იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერით კლაუდიო მარკიზიოთი დამთავრებული. გარდა ამისა, "მანჩესტერი” ყურადღებით აკვირდება ესპანელი სესკ ფაბრეგასის სატრანსფერო სტატუსს, რომელიც ძალიან მალე "ბარსელონამ” შესაძლოა ტრანსფერზე დააყენოს.

წყარო: The People

ნანახია: 289 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: