9:43 AM
“ემიუ”: 65 მლნ + ნანი = რონალდუ



"წითელი ეშმაკუნები” "რეალს” საინტერესო წინადადებას უმზადებენ.

დიდი ხანია ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ უახლოეს ზაფხულში სერ ალექს ფერგიუსონი "ოლდ ტრაფორდზე” კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებას ეცდება. "ემიუს” სპონსორებიც კი მზად არიან დაეხმარონ თავიანთ კლიენტს. გასულ თვეში ინგლისის ჩემპიონების ხელმძღვანელობამ Nike-თან მოლაპარაკებები გამართა. საბოლოო ჯამში, საფეხბურთო კლუბი და სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი შეთანხმდნენ, რომ რონალდუ "ნისლიან ალბიონზე” უნდა დაბრუნდეს და ამისათვის Nike მზადაა გარკვეული თანხა გამოყოს, ასევე "ემიუ” საკლუბო ბაზის დასახელების გაყიდვით სოლიდურ თანხას მიიღებს, რაც პორტუგალიელი ვარსკვლავის ტრანსფერს ხელს სერიოზულად შეუწყობს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზაფხულში რონალდუს ხელში ჩაგდებისათვის ბრძოლაში "პარი სენ ჟერმენიც” ჩაერთვება. ამ სიახლემ "წითელ ეშმაკუნებს” დაჩქარება გადააწყვეტინა.

პარიზული კლუბის ყატარელი მფლობელები მზად არიან პორტუგალიელი ვინგერისათვის თანხის "მრგვალი” ოდენობა გამოყონ, რომლის ზუსტი ოდენობაც ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ "პსჟ”-მ შესაძლოა სასურველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი გადაიხადოს. "ემიუ” მზადაა ფრანგულ კლუბს უპასუხოს, "ბლანკოსს” 65 მილიონი და ნანიც დაუთმოს, თავად რონალდუს კი კვირაში ხელფასის სახით 250 ათასი ფუნტი შესთავაზოს.

რონალდუს კონტრაქტთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომელიც ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს, რადგან შესაძლოა ხელფასი მნიშვნელოვნად შეუმცირდეს, შესაძლოა "რეალი” დაარწმუნოს იმაში, რომ გუნდის ლიდერი დიდი თანხის სანაცვლოდ გაყიდოს, რადგან ყოველ წელს რონალდუს სატრანსფერო ფასი ნელ-ნელა კლებას დაიწყებს.


ნანახია: 252 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: