5:14 PM “ემიუ”: 20 მლნ ფუნტი კაბაიესთვის | |
![]() "წითელი ეშმაკუნები” უკვე დიდი ხანია, რაც ფრანგის თამაშს აკვირდებიან და ამ ზაფხულს, როგორც იქნა, ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას ეცდებიან. ნახევარმცველსა და "ნიუკასლის” ერთ-ერთ ლიდერს იოან კაბაიეს დიდი შანსები აქვს იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "სენტ-ჯეიმს პარკი” დატოვოს. "მანჩესტერ იუნაიტედი” "კაჭკაჭებს” ფრანგის სანაცვლოდ მაცდურ 20 მილიონ ფუნტ სტერლინგიან ოფიციალურ წინადადებას უმზადებს. მანიკუნიანელები კაბაიეში პოლ სქოულზის შემცვლელს ხედავენ, რომლის კარიერას დასასრულს უახლოვდება. ასევე იტყობინებიან, რომ მანჩესტერული კლუბის ინტერესების სფეროში მოექცა ერთდროულად "ბენფიკას” ორი ფეხბურთელიც: მცველი ეზეკიელ გარაი და შემტევი ნახევარმცველი ნიკოლას გაიტანი. მიუხედავად ამისა, ლისაბონური კლუბის ამ დუეტის პოტენციალურ ტრანსფერებთან დაკავშირებით საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |