5:26 PM
ემანუელსონი: "მალაგასთან" უნდა გავიმარჯვოთ"


"როსონერის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა "ჩემპიონთა ლიგის" მომავალ ტურში ქულები არ უნდა დაკარგოს.

"ჩვენ "მალაგა" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რადგან ეს სამი ქულა შესაძლოა "ოქროს ქულად" იქცეს. ამ გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ უკვე დიდი შანსი გვექნება "ჩემპიონთა ლიგის" პლეი-ოფში გასასვლელად."-აცხადებს ურბი ემანუელსონი.

"ესპანური გუნდი ძალიან კარგია. მე ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენთან მატჩში თავდაცვით ტაქტიკას აირჩევენ, ამიტომაც ჩვენ აუცილებლად უნდა შევუტიოთ. კარგი იქნება, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც "კიევოსთან" შეხვედრაში."-განაცხადა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა "მილანის" არხთან მიცემულ ინტერვიუში.
ნანახია: 282 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ემანუელსონი: მალაგასთან უნდა გავიმა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: