2:25 PM
ელიტრაუნდი თამამად დავიწყეთ – ინგლისი 1:1 საქართველო



საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ელიტრაუნდის პირველი შეხვედრა ინგლისის ნაკრებთან გამართა და ჯგუფის ფავორიტად დასახელებულ მეტოქესთან ქულები გაიყო. მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებისთვის ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო. უკვე მე-7 წუთზე, მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ინგლისელთა მეკარე – ჯორდან პიკფორდი გააძევა. ზუსტად ერთ წუთში კი, ქუთაისის „ტორპედოსა" და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა – გიორგი ფანცულაიამ ჩვენი გუნდი დააწინაურა – 1:0.
სამწუხაროდ, ანგარიშის შენარჩუნება ვერ შევძელით, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ათი კაცის შემადგენლობით თამაშობდა. 38-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა მაქს კლეიტონმა შეძლო.
მეორე ტაიმში, განსაკუთრებით, ბოლო წუთებში ქართველი ფეხბურთელები დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა, მეტი გოლის გატანა ვეღარ შეძლეს. ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა თემურ მარკოზაშვილს, რომლის დარტყმის შემდეგაც ბურთი ძელს მოხვდა.
რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრას, იქაც ფრე დაფიქსირდა. შოტლანდიამ და ბელგიამ 2:2 ითამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 26 მაისის მატჩებამდე ყველა გუნდს თანაბარი ქულები აქვს. ბურთების უკეთესი სხვაობით კი, პირველ-მეორე ადგილებს ბელგია და შოტლანდია ინაწილებენ.
მეორე შეხვედრაში გია ცეცაძის გუნდი შოტლანდიას დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს ჯგუფიდან გასასვლელად. 26 მაისს მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
24 მაისი. ბელგია, ბორნემი. ელიტრაუნდი. მე-6 ჯგუფი. სტადიონი „Breveenstadion"
ინგლისიU19 – საქართველოU19 1:1 (1:1)
ინგლისიU19: პიკფორდი, ჩამბერსი, ლეი, ტურნბული, ბრაუნინგი, ო’კონელი, კლეიტონი (კემპბელი 73), ბეიკერი, აკპომი, ჰარიოტი (ვებსტერი 86), პერსონი (დოუსონი 8)
მთ.მწვრთნელი – ნოელ ბლეიკი
საქართველოU19: თებიძე, მთივლიშვილი, სანდოხაძე, ნ.ჭანტურია, უბილავა, სამუშია (მარკოზაშვილი 57), ენდელაძე, არაბული (კაპ), ცნობილაძე (დვალი 83), ფანცულაია (კაჭარავა 90), ზივზივაძე
მთ.მწვრთნელი – გია ცეცაძე
გოლები: ფანცულაია (8), კლეიტონი (38)
გაფრთხილება: სამუშია, ტურნბული, ზივზივაძე
გაძევება: პიკფორდი (7)

სფფ-ის პრესსამსახური

ნანახია: 292 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: