11:20 AM
ელერდაისი: "ჩვენ ვითამაშეთ ისე, როგორც შეგვეძლო"




"ვესტ ჰემის" მთავარმა მწვრთნელმა გუშინდელი მარცხის შემდეგ("ლივერპულთან") თავისი გუნდის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

"ჩვენთვის მისაღებია ეს მარცხი. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს მატჩი მოგვეგო, მაგრამ ,როგორც ჩანს, მეტოქე ჩვენზე ძლიერად გამოიყურებოდა, თუმცა ერთ ქულას მაინც ვიმსახურებდით, ისე კარგად ვითამაშეთ"-განაცხადა სემ ელერდაისმა. 

"რა თქმა უნდა, მარცხი ცუდი იყო, მაგრამ ამ მარცხზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ დავკარგეთ გუნდის ლიდერი, მუჰამედ დიამე. მისი ტრავმა ისეთი მწვავე იყო, რომ მას სტადიონის დატოვებაც კი მოუწია".

"სამწუხაროდ ვერ შევინარჩუნეთ ის ტემპი მატჩის ბოლომდე, რაც მეორე ტაიმის დასაწყისში გვქონდა. მატჩის ბოლოში ჩემი გუნდის დაცვა დაიღალა და ამან გამოიწვია მათი ჩავარდნა"-განაცხადა ლონდონელების მენტორმა.
 
ნანახია: 284 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: