4:47 PM
ელ შაარავიმ “ანჟიში” გადაბარგებაზე უარი განაცხადა



რუსულმა კლუბმა "მილანის” იტალიელი თავდამსხმელის სტეფან ელ შაარავის, ხელში ჩაგდება სცადა, იტყობინება La Gazzetta dello Sport.

მახაჭკალელები მზად იყვნენ ფეხბურთელის სანაცვლოდ, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა გადაეხადათ, თუმცა 20-წლის ფორვარდმა დეტალური მოლაპარაკებების გამართვაზე უარი განაცხადა.

ელ შაარავიმ "ანჟის” უარი იმიტომ უთხრა, რომ კარიერის რუსეთის ჩემპიონატში გაგრძელება არ უნდა.

შეგახსენებთ, "მილანს” იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდის ტრანსფერთან დაკავშირებით, ოფიციალური წინადადებებით "ნაპოლიმ” და "მანჩესტერ სიტიმაც” მიმართეს, თუმცა ორივე კლუბმა, მახაჭკალური კლუბის მსგავსად, მილანელებისაგან უარი მიიღო.

წყარო: La Gazzetta dello Sport

ნანახია: 288 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: