7:43 PM
ელ შაარავი: "საუკეთესო დაბადების დღე მქონდა"


"მილანის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, რომელსაც გუშინ 20 წელი შეუსრულდა, ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ ეს იყო საუკეთესო დაბადების დღე მის ცხოვრებაში, რადგან მისმა გუნდმა "მილანმა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "ჯენოა" და ამ, ერთადერთი გოლის ავტორის სწორედ იუბილარი ელ შაარავი აღმოჩნდა.

"ემოციებისგან გადატვირთული ვარ, ეს იყო საუკეთესო დაბადებიდ დღე ჩემს ცხოვრებაში. დაბადების დღე მქონდა, ჩემმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და ეს გამარჯვება ჩემმა ერთადერთმა გოლმა გადაწყივიტა. სხვა რა უნდა მენატრა?" ,- განაცხადა ფორვარდმა.

"მილანის მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კი ელ შაარავის შესახებ თბილად ისაუბრა. მან განაცხადა, რომ შაარავიმ საოცარი მებრძოლი ხასიათი გამოავლინა, რის შედეგადაც გუნდმა გამარჯვებას მიაღწია. იტალიელმა სპეციალისტმა იქვე დაამატა, რომ ღრუბლებში ფრენის დრო არ არის და მომავალ მატჩზე კონცენტრაციაა საჭირო, რათა "მილანის" წარმატება ხანმოკლე არ აღმოჩნდეს.
 
ნანახია: 280 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ელ შაარავი: საუკეთესო დაბადების დღე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: