9:46 AM
ელ შაარავი: “ნეიმარი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა”



იტალიელი ახალგაზრდა ფეხბურთელის აზრით, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ნეიმარია. მიუხედავად იმისა, რომ წელს ოქროს ბურთის მოგების კანდიდატები კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი და ფრანკ რიბერი არიან, ელ შაარავის მიაჩნია, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი ამ ტრიოზე უკეთესია.

"შემიძლია ვთქვა, რომ ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ნეიმარია. მის წინააღმდეგ მარტში, ჟენევაში მომიწია თამაშია. ის უბრალოდ წარმოუდგენლად ფლობს ბურთს”.

სტეფანმა მოკლე კომენტარი სერია ა-ს გამორჩეულ მოთამაშეებზე გააკეთა: "ცხოვრებაში რამდენიმე კერპი მყავდა. ძალიან მაგარი იყო კაკას და დელ პიეროს ცქერა კვირიდან კვირამდე. ტოტი ჩემი კიდევ ერთი კერპი გახლდათ. სიგიჟეა, რომ ახლა მათ წინააღმდეგ მიწევს თამაში”.

წყარო: Goal.com

ნანახია: 309 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: