8:25 AM
ელ შაარავი ან ლიორენტე “ტოტენჰემში”?



ზამთარში, "დეზები” ეცდებიან, თავდასხმის ხაზი გააძლიერონ.

პრესის ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ტოტენჰემმა” შესაძლოა სტეფან ელ შაარავის ან ფერნანდო ლიორენტეს ტრანსფერი გაჩარხოს.

უნდა აღინიშნოს, რომ "მილანის” ფორვარდის შეძენა რთული იქნება, რადგან თავად ამ უკანასკნელს არ უნდა "მილანის” დატოვება. ამ ზაფხულს, სტეფანმა, ჭორების თანახმად, "ჩელსიში” გადასვლა იუარა.

შედარებით ადვილი იქნება ლიორენტეს ტრანსფერის განხორციელება, რომელიც, ჯერჯერობით, "იუვენტუსის” სათადარიგოთა სკამზე ზის. ლონდონელები მზად არიან ესპანელი არენდით აიყვანონ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას "დეზების” ხელმძღვანელობა მოგვიანებით მიიღებს.

წყარო: Football Italia,The People

ნანახია: 227 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: