ცოტა ხნის წინ დამთავრდა ესპანური ზეიმი "კამპ ნოუზე". ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ დუბლები გაიფორმეს. საბოლოო ანგარიში, 2:2.
პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო დარტყმა მე-6 წუთზე განხორციელდა. ვალდესის კარს დი მარია ემუქრებოდა, თუმცა არგენტინელის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. მე-19 წუთზე "რეალი" კინაღამ დაწინაურდა- კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ყველას სერხიო რამოსმა დაასწრო და კარისკენ გაგზავნა, თუმცა მიზანს სულ ოდნავ ააცილა. ამის შემდეგ ანდრეს ინიესტამაც გაისროლა საჯარიმოს მისადგომებიდან, თუმცა მანაც არაზუსტად.
ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა- პორტუგალიელმა ვიქტორ ვალდესს მისსავე კუთხეში გაუტანა და ჟესტით "კამპ ნოუს" დამშვიდებისკენ მოუწოდა. 2 წუთში ბენზემამ ძელს გაარტყა ბურთი,ანხელ დი მარია დამატებაზე ცდილობდა კარის აღებას, მაგრამ უშედეგოდ.
31-ეზე "ბარსელონამ" წონასწორობა აღადგინა. კატალუნიელებს მხსენლად, რასაკვირველია, ლეო მესი მოევლინათ. პედრომ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, "თეთრების" საჯარიმოში არეულობა დაიწყო, პეპემ აკრობატული ნახტომით სცადა ბურთის გამოტანა, მაგრამ შეცდა და მესიმაც შანსი გამოიყენა.
61-ეზე მესიმ "ბარსა" წინ გაიყვანა. არგენტინელმა ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა. დაახლოებით 26 მეტრიდან ბურთი ცოცხალ კედელს გადაატარა და იკერს შანსი არ დაუტოვა.
ზუსტად 5 წუთში მესუთ იოზილმა გენიალური გადაცემა გაუკეთა რონალდუს, ამ უკანასკნელს კი ,ერთი-ერთზე გასულს, დუბლის გაფორმება არ გასჭირვებია.
შეხვედრის მიწურულს "ბარსელონას" გოლის გატანის ორი კარგი შანსი მიეცა. ჯერ მონტოიამ გაარტყა ხარიხას, შემდეგ კი პედრო ურტყამდა კარისკენ, თუმცა მცირე მანძილით ააცილა ბურთი.
ასე რომ, მორიგი "ელ კლასიკო" ფრედ დასრულდა. შეხვედრის მსვლელობიდან გამომდინარე, ანგარიშს ლოგიკურიც შეგვიძლია ვუწოდოთ.
"ბარსელონა" 2:2 "რეალი"
გოლები: მესი, 31, 61 - რონალდუ, 23, 66
"ბარსელონა": ვალდესი, დანი ალვეში(მონტოია, 28), მაშერანო, ადრიანო, ალბა- ჩავი, ბუსკეტსი, სესკი(ალექსისი, 64) - პედრო, მესი, ინიესტა.
"რეალი": კასილასი- არბელოა, პეპე, რამოსი, მარსელო- ხედირა, ჩაბი ალოსნო- დი მარია(ესიენი, 88), იოზილი(კაკა, 80), რონალდუ- ბენზემა(იგუაინი, 62)
გაფრთხილება: პედრო, ბუსკეტსი- არბელოა, ჩაბია ალონსო, იოზილი, პეპე.