9:20 AM
ელ კლასიკო. მატჩის წინ

დღეს ღამით "ბარსელონა" და "რეალი" მორიგ საფეხბურთო სპექტაკლს შემოგვთავაზებენ.

7 ოქტომბერი, 21:45 საათი (თბილისის დროით), კატალონია, "ნოუ კამპი", მსაჯი - კარლოს დელგადო ფერეირა.
ის, რომ "ბარსელონამ" ზედიზედ 6 გამარჯვება მოიპოვა, არაფერს ნიშნავს. არც ის ნიშნავს რამეს, რომ "რეალი" "ბლაუგრანას" 8 ქულით ჩამორჩება. დღეს, კატალონიაში, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი გაიმართება.

არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ელ კლასიკოს ყველა მწვრთნელმა უნდა უყუროს, ფეხბურთის გულშემატკივრებმა ხო მითუმეტეს. სანამ დღეს საღამოს დესერტს მოგვართმევენ, მოდით გავეცნოთ მის ინგრედიენტებს.

კლუბებმა ოფიციალურად 221 მატჩი გამართეს. 88-ჯერ გამარჯვება მადრიდელებმა იზეიმეს, 87-ჯერ კატალონიელებმა, ხოლო 46 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობა: 371:360 მადრიდის სასარგებლოდ.

ჰიპოთეზა

- პუიოლს შეეძლო გამხდარიყო "ბარსას" ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი ელ კლასიკო ექნებოდა ჩატარებული ესპანეთის ჩემპიონატში, მაგრამ კატალონიელთა კაპიტანი მორიგი ტრავმის გამო ვერ შეძლებს თამაშს.

- თუ მადრიდელები გაიმარჯვებენ, მაშინ "ნოუ კამპზე" ლა ლიგის ეგიდით ზედიზედ მეორე გამარჯვება 1965 წლის შემდეგ პირველი იქნება.

- მესი სულ უფრო და უფრო უახლოვდება ელ კლასიკოს ბომბარდირობას. დი სტეფანო - 18 გოლი, მესი და რაული - 15 გოლი.

- თუ მოურინიოს გუნდი გაიმარჯვებს, მაშინ პორტუგალიელ სპეციალისტს 31 საგარეო გამარჯვება ექნება ესპანეთის ჩემპიონატში "რეალთან" ერთად, ამ მაჩვენებლით ის ლეო ბეენჰაკერს დაეწევა, რომელსაც მესამე შედეგი აქვს "სამეფო კლუბის" მწვრთნელების ისტორიაში. 

- თუ "ბარსელონა" გაიმარჯვებს, ეს მათ ისტორიაში ჩაიწერება - ზედიზედ 7 სასტარტო გამარჯვება ნაციონალურ ჩემპიონატში. 

- მას შემდეგ რაც კასილასის დებიუტი შედგა ლა ლიგაში, ყველაზე მეტი გოლი მან ეტო'ო-სგან და მესისგან გაუშვა - 8. თუ არგენტინელი დღესაც გაიტანს, ის "წმინდა იკერის" წყევლა გახდება.

ფაქტები

- გუნდებმა 82-ჯერ ითამაშეს კატალონიაში ნაციონალური ჩემპიონატის ეგიდით. 47-ჯერ მასპინძლებმა მოიგეს, 16 ფრე და 19 სტუმართა გამარჯვება. ბურთების სხვაობა - 163:95 "ბარსელონას" სასარგებლოდ.

- "გალაქტიკოსმა" მეტოქის მისამართით 108-ჯერ დაარტყა, ყველაზე მეტჯერ პრიმერაში. "ბარსა" "სელტასთან" ერთად მეორე ადგილს იყოფს - 97 დარტყმა.

- "ბარსელონა" - პრიმერა დივიზიონის გუნდი, რომელიც ყველაზე ნაკლებად არღვევს თამაშის წესებს: 53 დარღვევა, "რეალი" - 76 დარღვევა.

- "კულეებს" და მადრიდელებს ყველაზე ნაკლები ყვითელი ბარათი აქვთ ლა ლიგაში. შესაბამისად 10 და 12.

- "ბარსელონა" ამ სეზონში საშუალოდ 70%-ით აკონტროლებს ბურთს, "რეალი" - 61.

- ორივე გუნდი ზუსტი გადაცემებით გამოირჩევა ესპანეთის ჩემპიონატში. "ბლაუგრანა" - 88%, "ბლანკოსი" - 83%.

- მე-7 ტურში კლუბები 6-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: +3, =1, -2 "თეთრების" სასარგებლოდ.

- კონკრეტულად 7 ოქტომბერს გუნდები ორჯერ დაუპირისპირდნენ, ორივეჯერ კატალონიაში. 1973 წელს მატჩი უგოლო ფრით დასრულდა, 1989 წელს კი "ბარსელონამ" 3:1 მოიგო.

- "ბარსელონა" და "რეალს" მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები ჰყავთ. "ბლაუგრანას" შემადგენლობა 654,5 მილიონადაა შეფასებული, "სამეფო კლუბის" 601,3 მილიონი.

დეკადის სტატისტიკა

ელ კლასიკო. მატჩის წინ

სავარაუდო შემადგენლობები

"ბარსელონა": ვალდესი - ალვეში, სონგი, მასკერანო, ადრიანო - ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი - პედრო, მესი, სანჩესი.

"რეალი": კასილასი - არბელოა, რამოსი, პეპე, მარსელო - ესიენი, ალონსო, მოდრიჩი - დი მარია, რონალდუ, ბენზემა.
 


ნანახია: 283 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ელ კლასიკო. მატჩის წინ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: