7:28 PM
დვალიშვილი "ლეგიაში" გადადის




საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი ვარშავის "პოლონიას" ზამთრის შესვენების დროს დატოვებს. პოლონურ კლუბს ფეხბურთელის რამდენიმე თვის ხელფასი მართებს, რის გამოც ქართველმა მოთამაშემ ფიფაში შეიტანა საჩივარი. მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ფეხბურთის უმაღლესი ორგანო ფორვარდის სასარგებლოდ გამოიტანს განაჩენს და ლადო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ქართველი თავდამსხმელით შვეიცარიული, რუსული და უკრაინული კლუბები არიან დაინტერესებულნი. თუმცა ფეხბურთელი დიდი ალბათობით "ლეგიაში" გადავა. კლუბს დვალიშვილის მიმართ ინტერესი ამ ზაფხულსაც ჰქონდა, თუმცა "პოლონიას" ხელმძღვანელები ტრანსფერს არ დასთანხმდნენ.
 
ნანახია: 259 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: