საქართველოს ნაკრებისა და "პოლონიას" ფორვარდი ლადო დვალიშვილი ჩვეულ ფორმას უბრუნდება. ექსტრაკლასას ბოლო ტურში გოლი გაიტანა და პოლონელმა ჟურნალისტებმა გამოარჩიეს კიდეც. ქართველ ფეხბურთელს ამ ზაფხულს, კლუბის ძიებაში, შეკრება ჩაუვარდა, თემურ ქეცბაია ნაკრებშიც აღარ იძახებს, მაგრამ ლადოს ფარ-ხმალი არ დაუყრია... Geosports.ge დვალიშვილს პოლონეთში შეეხმიანა.
- როგორ დაიწყო შენთვის ახალი სეზონი?
- თავიდან რთულ ვითარებაში ვიყავი, სხვა გუნდში გადასვლის ვარიანტები მქონდა და ბოლო წუთამდე ველოდებოდი ხელსაყრელ ვარიანტს, მაგრამ მაინც არ გამიშვეს. შეკრება არ გამივლია არც "პოლონიასთან" და არც სხვა გუნდთან ერთად. თითქმის მთელი ზაფხული ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. შესაბამისად, ნელ-ნელა შევდივარ ფორმაში.
- რა მდგომარეობაა "პოლონიაში", საკადრო ცვლილებების შემდეგ გუნდში იყო გარკვეული პრობლემები, ახლა რა სიტუაციაა?
- ახლა ყველაფერი ნორმალურადაა...
- ჩემპიონატი რა ფაზაშია? "პოლონია" როგორ ასპარეზობს?
- 8 ტურის შემდეგ, მე-5 ადგილზე ვიმყოფებით. პირველი სამეულისთვის ვიბრძვით.
- გოლების გატანა დაიწყე, ჟურნალისტებმა გამოგარჩიეს. უბრუნდები ჩვეულ ფორმას?
- როგორც გითხარით, ზაფხულში ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, შეკრება არ გამივლია გუნდთან ერთად. ახლა ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმას ვუბრუნდები და თავს კარგად ვგრძნობ. მიხარია, რომ გამომარჩიეს.
- თემურ ქეცბაია ნაკრებში აღარ გიძახებს, რას ფიქრობ რამ გამოიწვია?
- მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. როგორც ჩანს, არ მიიჩნევს საჭიროდ ჩემს გამოძახებას, თუ დავჭირდები გამომიძახებს. მე ყოველთვის მზად ვარ, ნაკრების ღირსება დავიცვა.
- მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი ნაკრების ასპარეზობას როგორ შეაფასებ?
- ძალიან კარგი გუნდი გვყავს. უფრო მეტიც შეუძლიათ ამ ბიჭებს. ამ შეხვედრებში გამოჩნდა მათი შესაძლებლობები. ძალიან დასანანია ფინეთთან ნათამაში ფრე.
- რა მიზნები აქვს "პოლონიას" ამ სეზონზე და რას ფიქრობ, რა იქნება გუნდის მაქსიმუმი?
- კარგი გუნდი ვართ და ვფიქრობ, რომ სამეულში ვიქნებით. სეზონის წინ არავის ეგონა, რომ ამას მოვახერხებდით, მაგრამ უკვე სხვებსაც და მთელ გუნდსაც ამის გვჯერა!

წყარო: მირანდა სურმანიძე, Geosports.ge