10:29 AM
დვალი: “ვეცდებით გულშემატკივრები გავახაროთ”



22 აგვისტოს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე” ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი "დინამო” თბილისსა და ლონდონის "ტოტენჰემს” შორის გაიმართება. მატჩის წინ Geosports.ge თბილისელ ფეხბურთელებს ესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ინგლისის პრემიერლიგის გუნდია, ფეხბურთელებს ოპტიმისტური განწყობა აქვთ და მოედანზე საბრძოლველად გავლენ.

ჩისკო: "ხვალინდელი მატჩი ძალიან მძიმე და რთული იქნება, რადგან ჩვენი მეტოქე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. "ტოტენჰემი” დიდი და ძლიერი კლუბია. თუმცა ჩვენ უნდა ვეცადოთ და ჩვენი შანსი გამოვიყენოთ”.

ჯაბა დვალი: "გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, საბრძოლო. ჩვენ თავს არ დავზოგავთ. ვიცით გულშემატკივარი მოვა და გვიქომაგებს, ამიტომ ვეცდებით ისინი გავახაროთ. ვაცნიობიერებთ რა დონის მეტოქესთან გვიწევს თამაში, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სტადიონზე ჩვენს საგულშემატკივროდ მოსული ხალხი და ჩვენი ერთგული ფანები, "გლადიატორები” გავახაროთ”.

ირაკლი ძარია: "დარწმუმენებით ვერ გეტყვით ძირითადში ვითამაშებ თუ არა, თუმცა ვვარჯიშობ გუნდთან ერთად და ვემზადები ამ თამაშისთვის. მეტოქე ძალიან ძლიერია. გულშემატკივარს ვთხოვ, რომ სტადიონზე მოვიდეს. მათ ქომაგობა არ ეშლებათ, ჩვენ ვეცდებით ისინი კარგი თამაშით გავახაროთ”.

ცნობისთვის, მატჩზე დასასწრები ბილეთები "დინამო არენას” სალაროებში იყიდება, მათი ფასი 5, 10 და 15 ლარია.

ნანახია: 324 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: