12:16 PM
დვალი: "ქუთაისთან ძალიან რთული თამაში გველის"


თბილისის "დინამომ" დღეს მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებით სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი რუსთავის "მეტალურგს" დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "დინამოს" ფეხბურთელებს კომენტარი ვთხოვეთ.

გივი კვარაცხელია: "მართალია, დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა. რუსთავი კარგი გუნდია, მათთან თამაში ყოველთვის გვიჭრს. ძალიან გამიხარდა, გოლი რომ გავიტანე, მაგრამ მთავარია საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ. ასე აუნდა გავაგრძელოთ და ქულები არ დავკარგოთ. მომავალი შეხვედრა ძალიან რთული იქნება. ქუთაისის "ტორპედო" საკმაოდ უხერხული მეტოქეა, მაგრამ ჩემპიონობა თუ გვინდა, ასეთი რთული მატჩებიც უნდა ვითამაშოთ და მოვიგოთ. ვიცით "ტორპედო" რა სტილის ფეხბურთს თამაშობს, მოვემზადებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ".

ჯაბა დვალი: "რთული შეხვედრა იყო, მაგრამ დიდი ანგარიშით შევძელით გამარჯვება. კარგი ისიც არის, რომ საკუთარ კარში გოლი არ გავუშვით. ქუთაისთან ძალიან რთული თამაში გველის. შევეცდებით ამ მატჩის მოგებასაც. პირველ ადგილზე ვართ და არ უნდა დავკარგოთ ეს პოზიცია".

ჩისკო: "ვფიქრობ, რომ თამაში რთული იყო. სასიხარულოა, რომ მოვიგეთ. ამ კვირაში დატვირთული გრაფიკი გვქონდა, ორი თამაში ჩავატარეთ. საბედნიეროდ, წარმატებულად. მომდევნო ტურში კიდევ უფრო რთული შეხვედრა ქუთაისელებთან გველის. ვეცდებით სამი ქულა სტუმრად მოვიპოვოთ".
ნანახია: 268 | დაამატა: RoM@N | ტეგები: დვალი: ქუთაისთან ძალიან რთული თამაშ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: