10:27 AM
დუშან უჰრინის პრესკონფერენცია “ტოტენჰემთან” მატჩის წინ



"დინამო” თბილისი ევროპის ლიგის პლეი ოფში ლონდონის "ტოტენჰემს” დაუპირისპირდება. სტუმარი გუნდის პრესკონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა და გუნდის ფეხბურთელმა ირაკლი ძარიამ უპასუხეს. მწვრთნელისა და მოთამაშის განცხადებით, "დინამო” თბილისი მაქსიმალურად ეცდება ამ თამაშში სასურველ შედეგს მიაღწიოს.

დუშან უჰრინი: "რთული თამაში გვაქვს. ასეთ გუნდთან მატჩს დიდი ხანია ველით. ჩვენ ვაფასებთ მეტოქეს, ვიცით რა დონის გუნდია. სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ, ეს შედეგი კი გამარჯვებაა. ჩვენთვის მთავარი რეზულტატია.

ძალიან ძლიერი გუნდი თამაშობს ჩვენს წინააღმდეგ. ფეხბურთია, თამაშია, თუ გავუშვებთ გოლს, რა თქმა უნდა, შევეცდებით ჩვენ უფრო მეტი გავიტანოთ. რადგან მეტოქე ძლიერია, შესაბამისად, ვეცდებით გოლი არ გავატანინოთ.

რაც შეეხება პენალტის შემსრულებლის შეცვლას, შეიძლება შეიცვალოს კიდეც, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

ჩვენ სათანადოდ ვაფასებთ იმ გათამაშებს, რომელშიც ვასპარეზობთ. ეს გაცილებით რთული ტურნირია. ეს ფეხბურთია, ბიჭები იბრძოლებენ. გუშინ "შახტარმა” "სელტიკს” აჯობა, მე არ მინდა ჩვენი ბიჭები მათ შევადარო, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ტრანსფერები აღარ იქნება.

ბოლო თამაშში სამი ძალიან მიუტევებელი შეცდომა დავუშვით, მე არ ვარ კმაყოფილი ჩვენი დაცვის რგოლით. მათ "სტიაუასთან” უკეთ ითამაშეს, ვიდრე ბოლო მატჩში.

ხვალ "დინამო” მოედანზე საბრძოლო განწყობით გავა”.

ირაკლი ძარია: "მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ისინი აქ მოსაგებად არიან ჩამოსულები. ხვალინდელი თამაშისთვის მაქსიმალურად ვემზადებით, გვინდა "დინამოზე” მოსული მაყურებელი გავახაროთ.

თავს კარგად ვგძრნობ. მწვრთნელის გადასაწყვეტია ვითამაშებ თუ არა, თავს არ დავზოგავ, რომ გუნდმა სასურველ შედეგს მიაღწიოს.

საბრძოლო განწყობა გვაქვს. ვფიქრობ, ბრძოლა და თადადებაა საჭირო მოგებისთვის. ხვალ თერთმეტივე ფეხბურთელი წარმატების მოსაპოვებლად გავა მოედანზე”.

პრესკონფერენციის შემდეგ, "დინამოს” ფეხბურთელებმა ღია ვარჯიში გამართეს, ჟურნალისტებისთვის კი მხოლოდ პირველი 15 წუთი იყო ღია.

შეგახსენებთ, ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი "დინამო” თბილისსა და "ტოტენჰემს” შორის 22 აგვისტოს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე” გაიმართება. თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 5, 10 და 15 ლარია.

ნანახია: 313 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: