10:23 AM დუშან უჰრინი: “დინამოსთან” კიდევ ერთი წლით მაკავშირებს კონტრაქტი | |
![]() "ტოტენჰემთან” მატჩის შემდეგ "დინამოს” თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა. დუშან უჰრინი: "ძალიან რთული თამაში გამოვიდა ჩემთვის. ძალიან ბევრი ინდივიდუალური შეცდომა გვქონდა. სწორედ ამ შეცდომებს მოჰყვა გოლები ჩვენს კარში. ასეთ ძლიერ მეტოქესთან ძალიან ძნელია შედეგს მიაღწიო. გამოცდილება არ გვაქვს ასეთი დონის გუნდებთან თამაშის. მოტივაციას რაც შეეხება, არ ვფიქრობ რომ გუნდს ეს აკლდა. კარგია ის, რომ ასეთ ძლიერ გუნდთან თამაშით ფეხბურთელები სათამაშო კლასს აიმაღლებენ. ძალიან ცუდი ანგარიშია 0:5, რას მოელით ჩემგან, რომ 5 ფეხბურთელს გავუშვებ გუნდიდან? დვალს ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი. უგო ლორისმა აიღო ის ბურთი. ის გოლი რომ გასულიყო, შეიძლება სხვა ანგარიში დაფიქსირებულიყო. როდესაც მოდიან უცხოელები გუნდში, სწორედ ეს კითხვა ჩნდება – ისინი უნდა ჯობდნენ ადგილობრივებს. ამ თემაზე საუბარი არაკორექტულად მიმაჩნია. არასოდეს არ აღმინიშნავს, მაგრამ გრაიციარი ჩვენს გუნდში საუკეთესო ფეხბურთელია. მე ვცდილობ ამ თემაზე ნაკრებად ვისაუბრო და არ გავაკეთო აქცენტი. ჩვენი სურვილია გვყავდეს კარგი გუნდი, შესაძლებლობების პირობებში. დღევანდელ თამაშში საუკეთესო ხურცილავა იყო. რომელი იყო ცუდი, ამაზე ვერ ვისაუბრებ. რასაც გადაჭრით გეტყვით, ამ ეტაპზე ტრანსფერს არ ვგეგმავთ. ტრანსფერების საკითხს ყველა ერთად ვიღებთ, გუნდურად. რაც შეეხება ჩემს მომავალ გუნდში, ეს მენჯმენტს უნდა კითხოთ. "დინამოსთან” კიდევ ერთი წლით მაკავშირებს კონტრაქტი. ჩისკოს ტრავმას რაც შეეხება, ხვალ ჩაიტარებს იგი გამოკვლევას და გვეცოდინება პასუხი”. წყარო: geosports.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |