9:14 PM
დროგბას “რეალის” დამარცხების იმედი აქვს



თურქული "გალათასარაის” თავდამსხმელი დიდიე დროგბა მიიჩნევს, რომ მის გუნდს შეუძლია მადრიდის "რეალის” დამარცხება.

"გალათასარაიმ” გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე უკვე დაამარცხა "სამეფო კლუბი” ანგარიშით 3:2, თუმცა მაშინ ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე მადრიდელები გავიდნენ.

"გულშემატკივრების წარმოუდგენელი მხარდაჭერა გვაქვს, როდესაც საშინაო არენაზე ვთამაშობთ. "რეალის” ფეხბურთელებს ეს შესანიშნავად ესმით. ვიმედოვნებ, რომ გულშემატკივრები გუნდს ბრწყინვალედ განაწყობენ სათამაშოდ, ჩვენ კი ესპანური გრანდის დამარცხებას შევეცდებით.” – აღნიშნა დროგბამ.

წყარო: goal.com

ნანახია: 296 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: