დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ ლეგენდარული აფრიკელი ფორვარდი დიდიე დროგბა კვლავ ინგლისურ პრემიერლიგაში დაბრუნებულიყო. მისი გადაბირებით "ლივერპული" იყო დაინტერესებული. ერთი პირობა ტრანსფერი მოგვარებული ჩანდა, მაგრამ ბოლო მომენტში დიდიე დროგბა მისი ამჟამინდელი გუნდის, "შანხაის" ხელმძღვანელობამ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაითანხმა.
"არ დავმალავ, თავიდან იყო გარკვეული სურთულეები, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარებულია. ძალიან მიხარია, კლუბის ხელმძღვანელობამ გარკვეულ კომპრომისზე წამოსვლა რომ შეძლო და ჩემი ინტერესიც გაითვალისწინა. იმედს დავიტოვებთ, ისინი ასევე მიუდგებიან სხვა ფეხბურთელების ხელშეკრულებებსაც. საფეხბურთო თვალსაზრისით ჩინეთში ძალიან საინტერესო ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის შემდეგ აქაური ჩემპიონატის დონე მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის", - განაცხადა დიდიე დროგბამ.