11:41 AM
დროგბა “ჩელსიში” არ დაბრუნდება




კოტ’დიუვარელი თავდამსხმელი, საფეხბურთო კარიერის დასრულებას აპირებს.

არსებობს შანსი იმისა, რომ აფრიკელმა ბუცები კედელზე ამ ზაფხულს ჩამოჰკიდოს. ამის შემდგომ, როგორც თურქული წყაროები იტყობინებიან, იგი "გალათასარაის” სპორტულ დირექტორობას გეგმავს, სადაც იგი სათამაშოდ გასულ ზამთარში გადავიდა.

ასე რომ, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჟოზე მოურინიოსთან ერთად, "ჩელსიში” შეიძლებოდა დიდიე დროგბაც დაბრუნებულიყო, მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით, ფეხბურთელის მამამ ალბერტ დროგბამ, პრესას განუცხადა:

"ამის შესახებ ჩემ შვილს ვესაუბრე და უნდა გითხრათ, რომ მას ლონდონში დაბრუნებაზე არც კი უფიქრია. ამიტომ, ეს ამბავი უსაფუძვლო ჭორებია.”-განაცხადა დროგბას მამამ.

წყარო: Turkish Football

ნანახია: 309 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: