6:33 PM დრაქსლერმა “შალკესთან” გაახანგრძლივა | |
![]() "კობალტების” ახალგაზრდა ლიდერი გელზერკირხენში 2018-წლის ზაფხულამდე დარჩება. "შალკეს” ოფიციალური საიტი იტყობინება იმის შესახებ, რომ გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე ფასეულმა ფეხბურთელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ახლა 19-წლის იულიან დრაქსლერი "შალკეს” 2018-წლის ზაფხულამდე უკავშირდება, წინა ხელშეკრულება კი 2016-წლის ივნისის თვეში იწურებოდა. შეგახსენებთ, რომ "შალკეს” აღზრდილის მშობლიურ კლუბში წარმატებულმა თამაშმა "დორტმუნდის”, "რეალის”, "იუვენტუსისა” და "მილანის” ინტერესი მიიპყრო, რომლებსაც ახლა გუნდის ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებისათვის სხვა ვარიანტების ძებნა მოუწევთ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |