12:44 PM
დრაქსლერი: “რეალში” თამაშზე ვოცნებობ”



"შალკეს” ნახევარმცველმა, კომენტარი გააკეთა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც ამბობენ, რომ მისი თამაშით მადრიდის "რეალია” დაინტერესებული.

"მე გელზენკირხენელებთან მიმდინარე კონტრაქტი, 2016 წლამდე მაკავშირებს, მაგრამ ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი თამაში მადრიდულ გრანდს მოსწონს. "რეალი” – მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია. თუ ამ კლუბში გადავალ, მაშინ ჩემი ოცნება ასრულდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ესპანეთში თამაში მსურს.”-აცხადებს იულიან დრაქსლერი.

"ვცდილობ, ყოველ კვირას ვუყურო "რეალისა” და "ბარსელონას” შეხვედრებს. აგრეთვე, არასდროს ვტოვებ "ელ კლასიკოს”. მე ხშირად ვესაუბრები მესუთ იოზილს, მადრიდული ცხოვრების შესახებ. მისი თქმით, იქ ყველაფერია, რათა ადამიანი ბედნიერი იყოს.”-დაასრულა "შალკეს” ფეხბურთელმა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ დრაქსლერის თამაშს ასევე "ინტერი” და "იუვენტუსი” აკვირდებიან.

ნანახია: 265 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: