4:19 PM “დორტმუნდს” გიოტცე და ბენდერი გამოაკლდა | |
![]() ფეხბურთელებმა დაზიანებები "რეალთან” (0:2) გამართულ საჩემპიონთალიგო საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში მიიღეს. გიოტცემ ბარძაყის კუნთი დაიზიანა და მატჩის უკვე მე-14 წუთზე იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა, სვენ ბენდერი კი ძირითადი დროის დამატებულ წუთებზე კოჭთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეცვალეს. ამ ეტაპზე ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმების პასუხს ელოდებიან, რომელიც ტრავმის ხასიათსა და გამონჯამრთელების პერიოდის ზუსტ თარიღს დაადგენს. დიდი ალბათობით, ორივე მოთამაშე საკუთარ გუნდს ბუნდესლიგის მომდევნო ტურის დაპირისპირებაში ვერ დაეხმარებიან, სადაც დორტმუნდელებს მეტოქეობას "ბაიერნი” გაუწევს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |