7:03 AM
“დორტმუნდი” მხითარიანისთვის 25 მილიონს ამზადებს


გერმანული გრანდი "შახტარის” ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ერთვება.

დორტმუნდის "ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა განაცხადა, რომ ამ ზაფხულს, გერმანიის ვიცე-ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტი ერთდროულად სამი ძალიან კარგი შემსრულებლით გაძლიერდება.

როგორც გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა "შახტარისა” და სომხეთის ეროვნული ნაკრების ლიდერი გენრიხ მხითარიანი გახდეს. დორტმუნდელების ბოსები მზად არიან უკრაინული ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერისათვის 25 მილიონი ევრო გამოყონ, ფეხბურთელთან კი მოლაპარაკებები უკვე გაიმართა.

ცნობისათვის, მხითარიანი "შახტარს” შეკრებაზე ავსტრიაში არ გაჰყვა, რის გამოც კლუბი მას დააჯარიმებს. ცოტა ხნის წინ, ინგლისური პრესა ამტკიცებდა, რომ სომეხი შემტევი "ლივერპულის” მაისურს მოირგებდა, თუმცა დონეცკში მერსისაიდელებთან შეთანხმებას უარყოფენ.

წყარო: Bild

ნანახია: 305 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: