10:34 PM “დორტმუნდი”: ჯეკო ხელფასის დაკლებას უნდა დათანხმდეს | |
![]() დორტმუნდში არ არიან მზად ბოსნიელს იმდენი გადაუხადოს, რამდენსაც მანჩესტერში იღებს. ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ დორტმუნდის "ბორუსიას” გაძლიერება "მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელით სურს, რომელიც მანჩესტერში სრულ ნდობას არ უცხადებენ. თავად ჯეკოც არ აპირებს სათადარიგოთა სკამზე ჯდომას და სხვა კლუბების შეთავაზებებს სიამოვნებით განიხილავს. იურგენ კლოპმა უკვე განაცხადა, რომ მისი გუნდი ბოსნიელი თავდამსხმელის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს. დღეს გერმანულმა გამოცემა Bild-მა ამ შესაძლო გარიგების ზოგიერთი დეტალი გამოაქვეყნა. ჯეკოს ტრანსფერი 25 მილიონ ევროდ ფასდება, ამ თანხის გადახდა "ბორუსიას” შეუძლია, თუმცა დორტმუნდში არ აპირებენ ფორვარდს იმდენი გადაუხადონ, რამდენსაც ინგლისში გამოიმუშავებს. ახლა ჯეკო კვირაში 140 ათას ფუნტს იღებს. "ბორუსიაში” იტყობინებიან, რომ თუ ედინს მათ გუნდში თამაში სურს, მაშინ მას თავისი ფინანსური აპეთიტების სერიოზულად დაკლება მოუწევს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |