1:03 PM
“დორტმუნდი” ბლაშიკოვსკის ახალ კონტრაქტს უმზადებს



დორტმუნდელებს გუნდის პოლონელი ლიდერის შენარჩუნება სურთ.

კუბა "დორტმუნდის” რიგებში 2007-წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ გუნდის ლიდერი და გული გახდა. ჩემპიონთა ლიგაზე "ბორუსიას” წარმატებული თამაშის წყალობით კი ნახევარმცველმა გრანდების ინტერესი მიიპყრო.

ამჟამად ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 15 მილიონ ევროს შეადგენს. სწორედ ამიტომ, "ბორუსია” ძალიან მალე თავისი გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურას ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს, რომელიც 2018-წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.

"აქ ექვსი წელიწადია, რაც ვასპარეზობ და ყველაფერი მაკმაყოფილებს. კლუბისა და ქალაქის ნაწილად ვითვლები. არასდროს მიგვრძნია თავი ისე კარგად, როგორც დორტმუნდში ვგრძნობ”, – აცხადებს ბლაშიკოვსკი, რომელიც წინააღმდეგი არაა "ბორუსიასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

ნანახია: 305 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: